logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი: არ არის აუცილებელი ყოველ ჯერზე მოსვლა და ზიარების მიღება

07 აპრ 202017:42
3 წუთის საკითხავი
 

ხარების დღესასწაულმა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარეშე ჩაიარა. სადღესასწაულო წირვა ლოცვა პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ აღავლინა.

​სასულიერო პირებმა ისაუბრეს იმაზე თუ როგორ შეხვდება ეკლესია აღდგომის დღესასწაულს, მათი თქმით ამ თემაზე საპატრიარქოში სპეციალური შეხვედრა გაიმართება. 

„ოდნავ მაინც თუ ადამიანი რისკის ფაქტორის ქვეშ არის ან ნერვიულობს. ნუ მოვა ტაძარში. არ არის აუცილებელი ყოველ ჯერზე მოსვლა და ზიარების მიღება, რასაც საგანგებო მომზადება სჭირდება. ჩვენ ადამიანებს ტაძარში მოუსვლელობას ცოდვად არ ჩავუთვლით“, - განაცხადა ახალქალაქის და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა.


close დახურვა